ინვენტარიზაციის სპეციალისტი
Job description
„ნავნე“ არის ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი. კომპანია 17 წელია ოპერირებს ბაზარზე და ფლობს 23 მაღაზიას (1 აუთლეტ მოლს ) მთელი საქართველოს მასშტაბით. ნავნეს მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა და აქსესუარები, ასევე NAVNE HOME- სადაც სახლისათვის ყველა საჭირო ნივთია წარმოდგენილი. კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00სთ ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ფილიალებსა და საწყობებში პროდუქციისა და მარაგების ინვენტარიზაცია, აღწერა, კონტროლი; ინფორმაციის დამუშავება პროგრამაში სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია აღწერებისა და ინვენტარიზაციის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა პიროვნული თვისებები და უნარები: ორგანიზებულობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; პუნქტუალობა; დეტალებზე ორიენტირებულობაა; ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების საშუალებას; მეგობრულ გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია; სპეციალურ ფასდაკლებას ნავნეს პროდუქციაზე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას
" გამოხმაურება ( სხვა ვებგვერდზე )" ღილაკის საშუალებით.