ინვენტარიზაციის სპეციალისტი
Job description
"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ინვენტარიზაციის სპეციალისტი , ქალაქში - ბათუმი . "ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი- 10:00-16:00 ანაზღაურება: 1600 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად; ** პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი; ** პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; ** სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი; ** სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი; ** მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად; ** ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამოცდილება სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით ** პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა ** სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, შემდეგი ფორმით: სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის სპეციალისტი და მიუთითეთ სასურველი ფილიალი. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GxuTJuje