TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინჟინერ-კონსტრუქტორი

ინჟინერ-კონსტრუქტორი

CAPX Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

კომპანია CAPX აცხადებს ვაკანსიებს საპროექტო გუნდში ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე (სამოქალაქო შენობა-ნაგებობები, რკინაბეტონი და ლითონი). კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.capiteli.com ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა გამოცდილების მქონე კადრებს, შესაბამისად, განცხადება ღიაა როგორც გამოცდილი (Senior) და დამწყები (Junior) ინჟინრებისთვის, ისე სტაჟიორებისთვის. ვაკანსია: ინჟინერ-კონსტრუქტორი ძირითადი მოვალეობები: ** (სამუშაოს სირთულე და მოცულობა განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით) ** სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობების (რკინაბეტონი და ლითონი) კონსტრუქციული დამუშავება; ** მუშა პროექტებისა და ნახაზების მომზადება/რედაქტირება; ** უფროსი ინჟინრებისთვის: კონსტრუქციული გაანგარიშება, მოდელირება და პროექტის დამოუკიდებლად მართვა; ** სტაჟიორებისა და უმცროსი ინჟინრებისთვის: საპროექტო გუნდის ტექნიკური მხარდაჭერა, ნახაზების მომზადება და საინჟინრო უნარების განვითარება გამოცდილი პროფესიონალების მენტორობით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამოქალაქო/სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით (სტაჟიორის შემთხვევაში, დასაშვებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც); ** სავალდებულოა: AutoCAD-ისა და MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) კარგად ფლობა; უპირატესობად ჩაითვლება: ** საანგარიშო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (LIRA-SAPR, IDEA StatiCa, GEO5 და სხვ.); ** გრაფიკული და BIM პროგრამების ფლობა (ArchiCAD, Revit, Tekla Structures და სხვ.). პიროვნული უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და პროფესიული განვითარების სურვილი. ჩვენ გთავაზობთ: ** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებში ჩართულობას; ** მოქნილ სამუშაო პირობებს, რომელიც მორგებული იქნება თქვენს გამოცდილებაზე; ** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად; ** კარიერული წინსვლისა და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და, სურვილისამებრ, პორტფოლიო/ნახაზების ნიმუშები ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი (მაგ: "ინჟინერ-კონსტრუქტორი - Senior", "ინჟინერ-კონსტრუქტორი - Junior" ან "სტაჟიორი"). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 აგვისტო, 2026 წ .