TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინჟინერ-მექანიკოსი

ინჟინერ-მექანიკოსი

pepsico Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 29, 2026 3 days ago apply by Jul 27, 2026

Job description

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ინჟინერ-მექანიკოსის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში. ძირითადი მოვალეობები: ** საწარმოს მანქანა-დანადგარების და მოწყობილებობის ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხო და სათანადო ექპლუატაციის უზრუნველყოფა ** საწარმოს ენერგობლოკის, ტექნოლოგიური პროცესის, სავენტილაციო და სხვა დანადგარების, სასაწყობე მეურნეობისა და ზოგადად ქარხნის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა ** მანქანა-დანადგარების და მოწყობილებობის დათვალიერების, შემოწმებისა და შეკეთების კალენდარული გეგმების (განრიგების) მომზადება ** სათადარიგო ნაწილებისა და მასალების ეფექტური მოხმარებისთვის რაციონალური წინადადებების შემუშავება ** ყოველდღიური შემოვლების განხორციელება საწარმოს ირგვლივ ტექნიკის სწორი ექპლუატაციისა და აღჭურვილობის ფუნქციონირების შესამოწმებლად, ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების ორგანიზება. ** კომპანიაში დამტკიცებულ სტანდარტებთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობა. ** წარმოების ორგანიზებისა და დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა საწარმოს პრაქტიკაში, მაღალეფექტური ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა. კანდიდატის პროფილი: ** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ** 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით სასურველია წარმოებაში ** სხვადასხვა მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა ** უცხო ენები: ინგლისური ენის ცოდნა B1+ ** კომუნიკაციის უნარი ** გუნდური მუშაობის უნარი ** შედეგებზე ორიენტირება ** პასუხისმგებლობა. რას გთავაზობთ? ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა ** კონკურენტული ანაზღაურება ** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი ** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი) თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] 27 ივლისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.