TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინჟინერ-მექანიკოსის

ინჟინერ-მექანიკოსის

PepsiCo თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 31, 2026

Job description

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ინჟინერ-მექანიკოსის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში ძირითადი მოვალეობები: საწარმოს მანქანა-დანადგარების და მოწყობილებობის ტექნიკური გამართულობის, უსაფრთხო და სათანადო ექპლუატაციის უზრუნველყოფა საწარმოს ენერგობლოკის, ტექნოლოგიური პროცესის, სავენტილაციო და სხვა დანადგარების, სასაწყობე მეურნეობისა და ზოგადად ქარხნის გამართულ მუშაობაზე ზრუნვა მანქანა-დანადგარების და მოწყობილებობის დათვალიერების, შემოწმებისა და შეკეთების კალენდარული გეგმების (განრიგების) მომზადება სათადარიგო ნაწილებისა და მასალების ეფექტური მოხმარებისთვის რაციონალური წინადადებების შემუშავება ყოველდღიური შემოვლების განხორციელება საწარმოს ირგვლივ ტექნიკის სწორი ექპლუატაციისა და აღჭურვილობის ფუნქციონირების შესამოწმებლად, ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ზომების ორგანიზება. კომპანიაში დამტკიცებულ სტანდარტებთან და სპეციფიკაციებთან შესაბამისობა. წარმოების ორგანიზებისა და დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა საწარმოს პრაქტიკაში, მაღალეფექტური ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, შრომის დაცვისა და უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა. კანდიდატის პროფილი: უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით სასურველია წარმოებაში სხვადასხვა მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა უცხო ენები: ინგლისური ენის ცოდნა B1+ კომუნიკაციის უნარი გუნდური მუშაობის უნარი შედეგებზე ორიენტირება პასუხისმგებლობა რას გთავაზობთ? პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა კონკურენტული ანაზღაურება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი) თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: [email protected] 27 ივლისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.