TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინჟინერი/პროექტის მენეჯერი

ინჟინერი/პროექტის მენეჯერი

vikon-group Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 27, 2026 5 days ago apply by Jul 27, 2026

Job description

"VIKON Group" არის ერთ ერთი წამყვანი სამშენებლო და საპროექტო კომპანია. ვაკანსია: ინჟინერი/ტექნიკური მენეჯერი მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული შესვენება: 13:00- 14:00 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სამშენებლო, არქიტექტურა); ** გამოცდილება სამშენებლო სექტორში; ** სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა; ფორმა #2-ის მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad). ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო პროცესების ორგანიზება/კოორდინირება და მონიტორინგი; ** სამშენებლო პროცესების ინჟინრული ზედამხედველობა და ტექნიკური მხარდაჭერა; ** კონსტრუქციული გადაწყვეტილების დაგეგმვა და სიზუსტის უზრუნველყოფა პროექტის ეტაპებზე; ** პროექტის რესურსების დაგეგმვა და ეფექტური განაწილება ** შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი; ** ობიექტზე მოკლე მივლინებები, შესრულებული სამუშაოს გადასამოწმებლად და დასაგეგმად ** პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან; ** პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნა და პერიოდული განახლება; ** მუშაობის პროცესში რეკომენდაციების წარდგენა; ** ტექნიკური ხელმძღვანელობა და საკონსულტაციო მხარდაჭერა; ** შესაბამისი ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა; ** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; ** ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება. პიროვნული უნარები: ** ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** მიზანდასახული და შედეგის ეფექტურ მიღწევაზე ორიენტირებული; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** სტრესულ გარემოში გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.