TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ინჟინრის დამხმარე

ინჟინრის დამხმარე

Medical World თბილისი ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

„მედიქალ ვორლდი“ 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია „მედიქალ ვორლდი“ ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ სახელითაა ცნობილი “Medical World Spa&Wellnes”კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში. გახდი ჩვენი გუნდის წევრი! "მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის დამხმარის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N3 სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00); ანაზღაურება: 1500 ლარიდან გამოცდილებით მიხედვით. სამუშაოს აღწერა: სამედიცინო მოწყობილობების მიწოდება, მონტაჟი და პროგრამულად გამართვა; აპარატურის დაშლა, აწყობა და დიაგნოსტირებაში მონაწილეობის მიღება; ახალი მოწყობილობის შემთხვევაში, მოწოდებული სახელმძღვანელოს გაცნობა და სამუშაო პროცესში გამოყენება; არსებული პროგრამული და ტექნიკური საშუალებების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. ტექნოლოგიური ხასიათის ხარვეზებზე დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა, კონტროლი, მონიტორინგი; საქართველოს მასშტაბით ხანმოკლე მივლინებები სამსახურის მანქანით; უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესრულება; მოთხოვნები: უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია სამედიცინო აპარატურის ან ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით); ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B1 დონე); კომპიუტერული ნაწილებისა და ოპერატიული სისტემების ცოდნა; სასურველია კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების გამოყენების ცოდნა; ავტომანქანის მართვის B კატეგორიის მოწმობა. პიროვნული მახასიათებლები: ახალი ტექნოლოგიების გარჩევისა და ათვისების უნარი; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა; დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი; ჩვენთან დაგხვდებათ: თანამედროვე და პროფესიული განვითარებისკენ ორიენტირებულ სამუშაო გარემო, სადაც ხარისხი, გუნდური თანამშრომლობა და პაციენტზე ზრუნვა წარმოადგენს საქმიანობის ძირითად ღირებულებებს; კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, გამჭვირვალე სამუშაო პროცესებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სტაბილურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ორგანიზაციულ გარემოში. ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ლაბორატორიულ სერვისზე (ფასდაკლება მოქმედებს ოჯახის წევრებზეც). FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა; ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შებამისი გვერდები: https://mlab.ge/ ; https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE ; https://www.facebook.com/mworld.ge/?locale=ka_GE დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.