IT Business Systems Manager
Job description
IT Business Systems Manager მაკდონალდს საქართველო აცხადებს ვაკანსიას IT Business Systems Manager - ის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად; დამატებით: შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა; ინდივიდუალური განვითარების გეგმა; ყოველთვიური საწვავის ლიმიტი; სამედიცინო დაზღვევა; კორპორატიული ნომერი; კვების პოლიტიკით გათვალისწინებული ბენეფიტი - უფასო კვება (ადმინისტრაციის ლიმიტი) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 18:00 საათებში. სპორტული აქტივობის დაფინანსება (სპორტ დარბაზის აბონიმენტი) სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები პარასკევი მოკლე სამუშაო დღე 10:00 – 15:00. პოზიციის მიმოხილვა: IT Business Systems Manager -ისძირითადი პასუხისმგებლობაა მაკდონალდს საქართველოს ბიზნეს პროცესების ტექნოლოგიური საშუალებებით ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გუნდის მართვა, სისტემების ავტომატიზაცია და პროცესების გაციფრულება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად იყენებს გლობალური სტანდარტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს. ასევე, უზრუნველყოფს უსაფრთხო და საიმედო ტექნოლოგიური გარემოს შენარჩუნებას, უპირატესად ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების გამოყენებით, გეგმავს ტექნოლოგიურ სამუშაოებს მინიმალური შეფერხებებით, იყენებს როგორც შიდა, ისე გარე კომპანიების რესურსებს და უზრუნველყოფს კომპანიის პოლიტიკებისა და პროცესების შესრულებას. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის ავტომატიზაციის სისტემების მართვა; სისტემის გაუმჯობესებისთვის გამოვლენილი საკითხების იდენტიფიცირება და მართვა პერიოდულად დაფიქსირებული საკითხების ორგანიზება სისტემის შემდგომი ოპტიმიზაციისთვის; ფუნქციონალის ტესტირება შესაბამის დეპარტამენტთან ერთად; დამნერგავ კომპანიასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროექტის ვადებისა და ტექნიკური დავალების დაზუსტებისა და სრულყოფის მიზნით. პროექტის განხორციელების ეტაპზე გამოვლენილი ხარვეზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების ტექნიკურ დავალებაში ასახვა. პროექტის ფარგლებში არსებულ ყველა ჩართულ მხარესთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; საბაზისო ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერ კომპანიასთან კომუნიკაცია ხარვეზის აღმოსაფხვრელად. პროგრამის სხვადასხვა მოდულის მოხმარების კონსულტაციის გაწევა; საბაზისო ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება, მხარდაჭერი კომპანიის ჩართვა თუ ადგილობრივი რესურსით საკითხი არ გვარდება; მომხმარებელთა წვდომების (Access) მართვა და კონტროლი. ლოკალური და გლობალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების, ინტეგრაციებისა და მონაცემთა გაცვლის მეთოდების შესაბამისობის უზრუნველყოფა. კომპანიის ბიზნესპროცესების შესწავლა და პერიოდული გადახედვა ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვისა და გაუმჯობესების მიზნით. ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შესაბამისობის უზრუნველყოფა გლობალურ ხედვასთან, კომპანიის პოლიტიკებსა და მოქმედ კანონმდებლობასთან. Capex/opex ბიუჯეტის დაგეგმარება, ოპტიმიზირება პროექტების მიხედვით; საგანგებო სიტუაციების დადგომის დროს შეასრულოს საკვანძო საკომუნიკაციო რგოლის ფუნქცია; სხვადასხვა გუნდებთან მუშაობა ტექნოლოგიური საკითხების გაუმჯობესების კუთხით; კომპანიის პოლიტიკების და პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით კომპანიაში გამოყენებული სისტემებისა და აპლიკაციების პორტფოლიოს პერიოდული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში, ერთიან ინტეგრირებულ გადაწყვეტაში კონსოლიდაციის ინიცირება (მაგალითად, თანამშრომლის აყვანის პროცესის გამარტივება ერთიანი პლატფორმით რამდენიმე ცალკეული სისტემის ნაცვლად); Microsoft Dynamics 365 Business Central (ERP) სისტემის ფუნქციური განვითარების გეგმის მართვა -ახალი მოდულების საჭიროების შეფასება და დანერგვისა და მხარდაჭერის კოორდინაცია დანერგვის პარტნიორ კომპანიასთან ერთად; ციფრული ტრანსფორმაციის გეგმის პროგრესის რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტთან და პრიორიტეტების განახლება ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საინფორმაციო სისტემების, ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით; მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით პასუხისმგებელ პოზიციაზე (სასურველია ITIL Foundation, PMP ან Scrum -თან დაკავშირებული სერტიფიკატები); სხვადასხვა ტექნიკური საკითხების გადაჭრის გამოცდილება; სასურველია აუთსორსინგისა და სერვის პროვაიდერ კომპანიებთან მუშაობისა და მათი მართვის გამოცდილება; ტექნოლოგიური გარემოს სრულ სპექტრში (ინფრასტრუქტურიდან აპლიკაციებამდე) მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ჰიბრიდულ ღრუბლოვან გარემოში (IaaS, PaaS და SaaS). გამოცდილება ERP სისტემებთან მუშაობაში (სასურველია Microsoft Dynamics 365 Business Central); სისტემებს შორის API ინტეგრაციების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება. API-ებისა და სისტემებს შორის ინტეგრაციების პრინციპების გაგება; ღრუბლოვანი პლატფორმების (Azure/AWS) საბაზისო ცოდნა, თუ ინტეგრაციები ღრუბელზეა დაფუძნებული მონაცემთა ბაზების საბაზისო ცოდნა (SQL) - ხშირად საჭიროა შეუთანხმებლობების დიაგნოსტირებისთვის პიროვნული თვისებები: მაღალი ორგანიზაციული, ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარები; პროცესების ანალიზისა და მართვის უნარი; პრობლემების საფუძვლიანი და ზუსტი იდენტიფიცირების უნარი; დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დინამიურ სამუშაო სივრცეში ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 11 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: https://careers.mcdonalds.ge/ge/vacancy/6a5f829952f4bb67aeeca67e