TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / IT მხარდაჭერის ოფიცერი

IT მხარდაჭერის ოფიცერი

კრედო ბანკი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 14, 2026

Job description

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის ოფიცერის პოზიციაზე, სამუშაო ადგილი: სათაო ოფისი . პოზიციის მიზანი: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის ოფიცერი ვალდებულია უზრუნველყოს დახმარება ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითებში სს „კრედო ბანკის“ (შემდგომში კრედო) პერსონალისთვის, კრედოს მიზნების, ამოცანებისა და ოპერატიული პოლიტიკების შესაბამისად. მის დაქვემდებარებაში არსებულ სერვისცენტრებში უნდა უზრუნველყოს მომხმარებლების პერსონალური კომპიუტერების, ლეპტოპების, პერიფერიული მოწყობილობების, საკომუნიკაციო ქსელის და სხვა IT სისტემების გამართული ფუნქციონირება. IT სერვისების შეუფერხებლად მიწოდება. ზოგადი პასუხისმგებლობები: კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა; საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად; ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა; ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად; შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება; ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერითდადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს). სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა სპეციფიური პასუხისმგებლობები: ITIL მეთოდოლოგიის პრინციპების ცოდნა და დაცვა. ტექნიკური მხარდაჭერის სისტემაში (ServiceDesk) დავალებების ლოგირება და მართვა SLA განაწესთან შესაბამისობაში. სერვის პროვაიდერებთან სხვა რატების, კამერების/კამერების ჩამწერი მოწყობილობის, სერვერების და ა.შ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი SLA-ს შესაბამისად. გარე არხების მიერ ორგანიზებული ივენთების, აგრო და ტექნიკის აქციების ლოკალური ან დისტანციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; დაზიანებული მოწყობილობების დიაგნოსტიკა და ჩანაცვლება; IT აქტივების ფიზიკური ინვენტარიზაცია ფილიალებში ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Access Point) პირველადი დიაგნოსტიკა თანამშრომელთან კაბელირების მოწესრიგება ინტერნეტ კავშირის პრობლემების ადგილზე შემოწმება საჭიროების შემთხვევაში ვენდორთან (ISP) კომუნიკაცია ბანკომატებისა და POS ტერმინალების ფიზიკური დიაგნოსტიკა, ქსელური კავშირის შემოწმება დისტანციური IT გუნდის მიერ გადმომისამართებული შემთხვევების ადგილზე შესრულება პრობლემის ძირეული მიზეზის იდენტიფიცირება და ინფორმაციის გაზიარება Remote გუნდთან SLA-ის ფარგლებში რეაგირება და შესრულება ახალი ფილიალის IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები: უმაღლესი განათლება კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სასურველია 1 წლიანი გამოცდილება IT მხარდაჭერის სფეროში; Microsoft Windows® OS მუშაობისა და ადმინისტრირების გამოცდილება სიღმისეულ დონეზე. პერსონალური კომპიუტერის პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის განსაკუთრებული ცოდნა და უნარები; ქსელის საბაზისო პროტოკოლებისა და ტექნოლოგიების (TCP/IP, WLAN), აპარატურული მხარის, ჩამწერი, ბეჭდვითი და სხვადასახვა ქსელური მოწყობილობის მხარდაჭერის კარგი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; ოპერაციული სისტემების იმიჯებთან (კლონირება / აღდგენა) და სხვადასხვა Live CD უტილიტებთან მუშაობის შესაძლებლობა. Microsoft სტანდარტული საოპერაციოო და საოფისე სისტემების კარგი ცოდნა; AD სერვისის საბაზისო მენეჯმენტის ცოდნა; პერიფერიული, ქსელური, საბეჭდი და სპეციფიკური მოწყობილობების კონფიგურაცია, ხარვეზის შემთხვევაში დიაგნოსტიკა, მეილსერვერის მენეჯმენტი, Backup და ავარიული სიტუაციებში აღდგენის გეგმის ცოდნა, სასურველია Linux სისტემის ცოდნა. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაცია; ხარვეზებსა და პოტენციურ რისკებზე სწრაფი რეაგირების უნარი. ს საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია რომ შეეძლოს ადგილობრივად გადაადგილება; B კატეგორიის მართვის მოწმობა - სასურველია ავტომობილის ყოლა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 14 ივლისი