TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / DevOps / IT Operations Coordinator

IT Operations Coordinator

Cloudway Georgia Remote ქართული
Posted Jul 23, 2026 1h ago apply by Aug 23, 2026

Job description

" CloudWay " აცხადებს ვაკანსიას: IT ოპერაციების და პროექტების კოორდინატორი (IT Operations Coordinator) . დასაქმების ტიპი: დისტანციური (Remote) / სრული განაკვეთი ანაზღაურება: 800-1000 ₾ (ხელზე) + ბონუსები კომპანიის შესახებ: CloudWay არის 2019 წლიდან ბაზარზე არსებული IT და Cloud ინფრასტრუქტურული კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი სანდოობის გადაწყვეტილებებსა და კომპლექსურ IT მხარდაჭერის სერვისებს. ვაფართოებთ გუნდს და ვეძებთ მოტივირებულ IT ოპერაციების კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს კლიენტების მოთხოვნების ეფექტურ მართვასა და შიდა ტექნიკური პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობას დისტანციურ ფორმატში. ძირითადი მოვალეობები: ** თიქეთ-სისტემის მართვა: შემოსული ტექნიკური მოთხოვნებისა და ინციდენტების რეგისტრაცია, პრიორიტეტიზაცია და შესაბამის ინჟინრებზე/ადმინისტრატორებზე გადანაწილება. ** პროცესების მონიტორინგი: დავალებების შესრულების ვადებისა (SLA) და ხარისხის მუდმივი კონტროლი. ** კლიენტებთან კომუნიკაცია: მომხმარებლებს პროფესიონალური მომსახურების გაწევა, მოთხოვნების დაზუსტება და მიმდინარე სტატუსების შესახებ რეგულარული ინფორმირება. ** ოპერაციული კოორდინაცია: ტექნიკურ გუნდსა და კლიენტებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაკადის უზრუნველყოფა. ** რეპორტინგი: შესრულებული სამუშაოების, ინციდენტებისა და სერვისის ხარისხის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამუშაო გამოცდილება IT მხარდაჭერის, კოორდინაციის ან Service Desk-ის მიმართულებით (1+ წელი). ** Ticketing სისტემებთან (მაგ. Jira ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება. ** გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად). ** ამოცანების პრიორიტეტიზაციისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი დისტანციურად მუშაობისას. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა. ** თვითორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და მშვიდი კომუნიკაციის უნარი. ** გუნდური მუშაობისა და აქტიური კომუნიკაციის უნარი. ანაზღაურება და პირობები: ** სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური (Remote). ** ფიქსირებული ხელფასი: 800-1000 ლარი (ხელზე, გამოცდილების შესაბამისად). ** ბონუსური სისტემა: დამატებითი ბონუსები წარმატებით დასრულებული პროექტებიდან. ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა IT და Cloud ტექნოლოგიების სფეროში. ** მეგობრული და ტექნოლოგიურად განვითარებადი სამუშაო გარემო. როგორ მოგვაწოდოთ განაცხადი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: "IT Operations Coordinator".