TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Support / IT Technician

IT Technician

SOCAR- Black Sea Terminal LLC Georgia ქართული
Posted Jul 22, 2026 1h ago apply by Aug 15, 2026

Job description

სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკოსის თანამდებობაზე. მდებარეობა: ხობი, ყულევი , საქართველო. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას; ** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას; ** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას; ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება - უმაღლესი ან პროფესიული; ** საგანმანათლებლო ხარისხი: სასურველია ბაკალავრი (ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით); ** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წლისა (სასურველია IT მხარდაჭერის (IT Support), Help Desk-ის ან IT ტექნიკოსის პოზიციაზე); ** ენების ცოდნა: ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** Windows ოპერაციული სისტემებისა და Microsoft Office-ის ცოდნა; ** კომპიუტერული ქსელების (LAN, TCP/IP), აპარატურული (Hardware) და პროგრამული (Software) უზრუნველყოფის საბაზისო ცოდნა; ** სისტემური ადმინისტრირების, მონაცემთა სარეზერვო კოპირებისა (Backup) და კიბერუსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა; ** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება. დამატებითი უნარები: ** ანალიტიკური აზროვნება; ** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის კომპიუტერული ქსელისა და IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** კომპიუტერული ტექნიკის, პრინტერების, CCTV სისტემებისა და სხვა IT მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა; ** IT ინციდენტების რეგისტრაცია და საჭიროებისას დიაგნოსტიკა; ** მომხმარებლებისათვის (End Users) პირველი დონის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** ახალი მომხმარებლებისთვის IT სისტემებთან დაკავშირებული სამუშაო გარემოს მომზადება და გაცნობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** მონაცემთა სარეზერვო კოპირების, ანტივირუსული დაცვისა და სისტემების უსაფრთხოების პროცესების განხორციელება; ** სერვერების, ქსელური ინფრასტრუქტურის, ინტრანეტისა და ინტერნეტკავშირის გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერა; ** გეგმური ტექნიკური მომსახურების სამუშაოებისა და სხვადასხვა IT პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა; ანაზღაურება და დამატებითი პირობები: ** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით); ** სამუშაო პერიოდი - კვირის ყოველი დღე - დასვენების (შაბათი-კვირა) და უქმე დღეების გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო); ** უფასო კვება; ** კორპორაციული სატელეფონო მომსახურება; ** კორპორაციული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, ფოთი, ბათუმი, სენაკი); ** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და ოჯახის) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] [email protected] ** CV ფოტოსურათით; ** დიპლომის ასლი; ** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში); გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38. დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 15.08.2026 აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.