---
title: იურისტი
description: კერძო კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, ჩაერთვება ბიზნე
---

# იურისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-03  
**Apply by:** 2026-10-03

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=749719)

## Job description

კერძო კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სტუდენტებისა და მაგისტრანტებისთვის. ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდას, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, ჩაერთვება ბიზნეს-სამართლის ყოველდღიურ პროცესებში და მიიღებს რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას. სამუშაო პირობები და გრაფიკი: ** გრაფიკი: კვირაში 2 დღე, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე (დღეები შეთანხმებით, სტუდენტზე მორგებული). ** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა. ** სამუშაო გარემო: მეგობრული, მხარდამჭერი და პროფესიული ზრდის რეალური შესაძლებლობით. ძირითადი მოვალეობები: ** სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების (ნასყიდობა, მომსახურება, იჯარა და ა.შ.) მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და კორექტირება. ** პარტნიორ და კონტრაგენტ კომპანიებთან მიმდინარე იურიდიული საკითხების მოგვარება და კომუნიკაცია. ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება. ** კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (განიხილებიან სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი IV კურსის სტუდენტები ან მაგისტრანტები). ** სამოქალაქო და კორპორაციული სამართლის საფუძვლების კარგი ცოდნა. ** გამართული ქართული სალიტერატურო ენით წერისა და მეტყველების უნარი. ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** საოფისე პროგრამების (MS Office) ფლობა. პიროვნული თვისებები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** ანალიტიკური აზროვნება და ახალი მასალის სწრაფად ათვისების უნარი. ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. როგორ მოგვმართოთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: infora07@gmail.com

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
