TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / იურისტი

იურისტი

Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

საფრთხოების აკადემია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და მაღალი პროფესიული ეთიკის მქონე იურისტს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერას, იურიდიული რისკების მართვას, ხელშეკრულებებისა და შიდა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, აგრეთვე ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
ძირითადი მოვალეობები: ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; სამართლებრივი დასკვნების, მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და სამართლებრივი ექსპერტიზა; ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებები, გადაწყვეტილებები, შეტყობინებები და სხვა) მომზადება; შიდა ნორმატიული აქტების, წესების, დებულებებისა და პროცედურების შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა; ორგანიზაციის წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა ინსტიტუციებთან სამართლებრივ საკითხებზე; სასამართლო და ადმინისტრაციული დავების სამართლებრივი მხარდაჭერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცესების კოორდინაცია; შრომითი, საგანმანათლებლო, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სახელშეკრულებო სამართლის საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; პროფესიული განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციებისა და სამართლებრივი ცვლილებების მონიტორინგი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შრომითი ურთიერთობებისა და შესაბამისობის (Compliance) მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობა; იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და არქივის წარმოების კონტროლი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე : [email protected] , +995 558659611.