იურისტი
Job description
Wei Yap Architects არის დიზაინზე ორიენტირებული საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ტიპის პროექტებზე: საცხოვრებელი, მრავალფუნქციური და ურბანული მიმართულებით, როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენი გუნდი აერთიანებს ქართველ და საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორებს, ურბანისტებსა და დიზაინერებს. ‘’Wei Yap Architects’’-ში ვეძებთ იურისტს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: ადმინისტრაციულ ორგანოებში წარდგენის მიზნით, სხვადასხვა სახის დოკუმენტების მომზადება; არქიტექტურულ პროექტებზე ნებართვის აღების მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია და ნებართვების მიღების ვადების კონტროლი; დოკუმენტების დახარისხება და შენახვა; ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება; აუცილებელია იგივე პოზიციაზე მუშაობის მინ 2 წლიანი გამოცდილება; სასურველია არქიტექტურულ პროექტებზე ნებართვების მიღების პროცესში მერიასთან ურთიერთობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა. თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით : http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.