TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / იურისტი

იურისტი

კოლეჯი ბლექსი Georgia ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Aug 31, 2026

Job description

სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. მისამართი - ბათუმი , მ. ლერმონტოვის ქ. N92ა განცხადების პერიოდი - 05.08.2026 - 31.08.2026 თანამდებობრივი სარგო - 2, 045 ლარი ადგილების რაოდენობა - 1 სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი ფუნქცია მოვალეობები: ** ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ** დამსაქმებლის შიდა რეგულაციების შემუშავება/ექსპერტიზა/განახლება; ** ინდივიდუალური/კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შაბლონის შემუშავება/განახლება და ადამიანური რესურსებისა და მართვის მენეჯერისთვის მიწოდება; ** სასწავლო ხელშეკრულების (პროფესიული სტუდენტის/მსმენელის) შაბლონის მომზადება; ** დამსაქმებლის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში გასაფორმებელი მემორანდუმის/ხელშეკრულების/შეთანხმების პროექტის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა; ** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებლის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/პროფესიული განათლების/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა/თანამშრომელთა სამართლებრივი კონსულტირება; ** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებელთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომლების სამართლებრივი კონსულტირება; ** დამსაქმებლის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, დამსაქმებლის სასამართლოში წარმომადგენლობა; ** "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე, სპეციალური მომხმარებლის საშუალებით, საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი შემოწმება და დამსაქმებლის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების/ პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის/შრომის უსაფრთხოების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. ** საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის/პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალური მონაცემების დაცვის/შრომის უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი შეფასებების/რეკომენდაციების დამსაქმებლისთვის წარდგენა ან/და დამსაქმებლის კონსულტირება; ** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებების/საჩივრების განხილვა და დამსაქმებლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა/დამსაქმებლის კონსულტირება; ** სამართლებრივი შინაარსის კორესპონდენციის პროექტის მომზადება. ** მივლინების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის/დისციპლინური პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების შაბლონის მომზადება და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მენეჯერისთვის მიწოდება; ** საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა. განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება (კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობა) მუშაობის გამოცდილება: სასურველია პროფესიით ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნა: საფუძვლიანად უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ რეგულაციებს: ** საქართველოს კანონს "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"; ** საქართველოს კანონმდებლობას პერსონალური მონაცემთა დაცვის სფეროში; ** საქართველოს კანონმდებლობას პროფესიული განათლების სფეროში; ** საქართველოს შრომის კანონმდებლობას; დამატებითი ცოდნა: ** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა. ** დამატებითი ინფორმაცია - ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ: საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის. საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 6 თვის საგამოცდო ვადით. კონკურსის ეტაპები: 1. განცხადების გადარჩევა 2. გასაუბრება 3. პრაქტიკული (სიტუაციური) დავალება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!