იურისტი
Job description
LTD HORIZOORIZONS GROUP აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე მუდმივი სამუშაო ადგილი: ბათუმი სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 - 18:00 საათი (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით მოვალეობები: კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სამართალდამცავ და ადმინისტრაციულ ორგანოებში, აგრეთვე, სხვა მესამე პირებთან ურთიერთობის დროს; კომპანიისა და მისი პარტნიორების სამართლებრივი მხარდაჭერა , სამართლებრივი შეფასების, ანალიზისა და დასკვნის წარდგენა (მათ შორის დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის მიზანშეწონილობის თაობაზე და სხვა), მხარეებთან მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობა; წარმოშობილ დავებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და მათი უფლებამოსილი ორგანოსათვის/პირისათვის (ადმინისტრაციული/სასამართლო ორგანოებისათვის და მხარისთვის) წარდგენა; კომპანიის შიდასამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულებების (შეთანხმებების) პროექტების მომზადება და მათი კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებთან და კომპანიის სხვა შიდა მმართველობით/განკარგულებით დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა; კომპანიის სტუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირების მიერ მომაზადებული კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცემა; შემოსული კორესპოდენციის განხილვა და სათანადო რეაგირება, საჭიროების შესაბამისად დასაბუთებული წერილების მომზადება; მოთხოვნის შემთხვევში პარტნიორთა კრებაზე დასწრება და განსახილველ საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების/მემორანდუმების, სასამართლო საქმის მასალების რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრების წარმოება; მარეგისტრირებელ ორგანოში კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეგისტრაციის უზრუნველყოფა; კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო სიახლეების და ცვლილების მუდმივი მონიტორინგი, მათი ანალიზი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის და სტრუქტურული ერთეულებისათვის; შესრულება ყველა სხვა პროფესიული დავალებისა, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად განსახორციელებლად; პროფესიული მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება; სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება; საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა; MS Office პროგრამების ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა. პიროვნული თვისებები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული პუნქტუალურობა; თუ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები ემთხვევა ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]