---
title: იურისტი
description: კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მიმდინარე იურიდიულ მხარდაჭერაზე, კომერციული და საერთაშორისო ხელშეკრულებების მართვასა და ბიზნესპროცესებთან დაკავშ
---

# იურისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-24  
**Apply by:** 2026-09-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747121)

## Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მიმდინარე იურიდიულ მხარდაჭერაზე, კომერციული და საერთაშორისო ხელშეკრულებების მართვასა და ბიზნესპროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შეფასებაზე. სამუშაო პირობები: ** მდებარეობა: ქ. თბილისი, საბურთალო ** სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული კომერციული, Retail და Distribution ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და სამართლებრივი შეფასება; ** საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა და შეთანხმების პროცესში მონაწილეობა; ** მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, სავაჭრო ქსელებთან, პარტნიორებთან და სხვა კონტრაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების სამართლებრივი მხარდაჭერა; ** ხელშეკრულებების პირობების კომპანიის ინტერესებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი; ** სხვადასხვა დეპარტამენტისთვის მიმდინარე იურიდიული კონსულტაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გაწევა; ** კომპანიის ბიზნესპროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** Export / Re-export პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მხარდაჭერა; ** საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლებთან და პარტნიორებთან სამართლებრივ საკითხებზე კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის კოორდინაცია. ** ოფიციალური წერილების, განცხადებების, მოთხოვნებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება; ** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი; ** სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; ** კომპანიის ინტერესების დაცვა მესამე პირებთან და შესაბამის სახელმწიფო/ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** აღნიშნულ პოზიციაზე მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** Retail და Distribution ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება; ** საერთაშორისო ბრენდებთან ან უცხოელ პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება. ** საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** კომერციული და სახელშეკრულებო სამართლის კარგი ცოდნა; ** სასურველია Export/Re-export პროცესებთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** დეტალებზე მაღალი ორიენტაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი; ** ბიზნესპროცესების სწრაფად გააზრებისა და სამართლებრივი რისკების შეფასების უნარი; ** სამუშაო პროცესების დამოუკიდებლად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** სიზუსტე, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ჩვენ გთავაზობთ ** ჯანმრთელობის დაზღვევასა და დამატებით ბენეფიტებს; ** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@loccitane.ge . Subject ველში მიუთითეთ: "იურისტი". პერსონალური მონაცემების დამუშავება ვაკანსიაზე მონაცემების გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია დასაქმების პროცედურების წარმართვის მიზნით. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებას!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
