იურისტი
Job description
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, იურიდიულ განყოფილებაში. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლისტოვსკაიას 16 (სათავო ოფისი) სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი) ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ორგანიზაციებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან; კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა სააღსრულებო საქმის წარმოებაში; კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; ხელშეკრულებების მომზადება; შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი იურდიული განათლება; სასურველია სასამართლოში საქმის წარმოების გამოცდილება; სასურველია კომპანიის კორპორატიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ადვოკატის სერთიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად); საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ცოდნა; საქართველოს სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ცოდნა; კომპიუტერიული საოფისე პროგრამების ცოდნა. აუცილებელი უნარები: გუნდური მუშაობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; მოწესრიგებულობა; ლოგიკურად აზროვნების უნარი; კომუნიკაბელურობა; გაწონასწორებულობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.