იურისტი
Job description
სსიპ კოლეჯი "ბლექსი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. მისამართი - ბათუმი , მ. ლერმონტოვის ქ. N92ა განცხადების პერიოდი - 08.07.2026 - 20.07.2026 თანამდებობრივი სარგო - 2, 045 ლარი ადგილების რაოდენობა - 1 სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი ფუნქცია-მოვალეობები: ** ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ** დამსაქმებლის შიდა რეგულაციების შემუშავება/ექსპერტიზა/განახლება; ** ინდივიდუალური/კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების შაბლონის შემუშავება/განახლება და ადამიანური რესურსებისა და მართვის მენეჯერისთვის მიწოდება; ** სასწავლო ხელშეკრულების (პროფესიული სტუდენტის/მსმენელის) შაბლონის მომზადება; ** დამსაქმებლის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებში გასაფორმებელი მემორანდუმის/ხელშეკრულების/შეთანხმების პროექტის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა; ** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებლის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/პროფესიული განათლების/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში პროფესიული სტუდენტების/მსმენელების/თანამშრომლების სამართლებრივი კონსულტირება; ** მომართვის შემთხვევაში, დამსაქმებელთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომლების სამართლებრივი კონსულტირება; ** დამსაქმებლის მიერ გაცემული მინდობილობის ფარგლებში, დამსაქმებლის სასამართლოში წარმომადგენლობა; ** "საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე, სპეციალური მომხმარებლის საშუალებით, საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი შემოწმება და დამსაქმებლის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების/პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალურ მონაცემთა დაცვის/შრომის უსაფრთხოების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით; ** საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებების/ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის/პროფესიული განათლების/შრომის სამართლის/პერსონალური მონაცემების დაცვის/შრომის უსაფრთხოების სფეროში სამართლებრივი შეფასებების/რეკომენდაციების დამსაქმებლისთვის წარდგენა ან/და დამსაქმებლის კონსულტირება; ** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული განცხადებების/საჩივრების განხილვა და დამსაქმებლისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა/დამსაქმებლის კონსულტირება; ** სამართლებრივი შინაარსის კორესპონდენციის პროექტის მომზადება; ** მივლინების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის/დისციპლინური პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, შრომითი ურთიერთობის დროებით შეჩერების, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილების შაბლონის მომზადება და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მენეჯერისთვის მიწოდება; ** საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებლობა. განათლება: აკადემიური უმაღლესი განათლება (კვალიფიკაცია: სამართალმცოდნეობა). მუშაობის გამოცდილება: სასურველია პროფესიით ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნა: საფუძვლიანად უნდა იცნობდეს შემდეგ სამართლებრივ რეგულაციებს: ** საქართველოს კანონს "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"; ** საქართველოს კანონმდებლობას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში; ** საქართველოს კანონმდებლობას პროფესიული განათლების სფეროში; ** საქართველოს კანონს "საქართველოს სამოქალაქო კოდექსი"; ** საქართველოს შრომის კანონმდებლობას; ** საქართველოს კანონს "საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი"; ** საქართველოს კანონს "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი". დამატებითი ცოდნა: აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა. დამატებითი ინფორმაცია: ვაკანტურ თანამდებობაზე ვერ დაინიშნება პირი, რომელიც ნასამართლევია "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის. საგამოცდო ვადა: ვაკანტურ თანამდებობაზე დაინიშნება პირი 2026 წლის 1 სექტემბრიდან 6 თვის საგამოცდო ვადით. კონკურსის ეტაპები: ** განცხადების გადარჩევა ** გასაუბრება ** პრაქტიკული დავალება დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კოლეჯი "ბლექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!