იურისტი
Job description
შპს "ქართული ფილმი - უძრავი ქონება" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: არასრული (შეთანხმებით, ნაწილობრივ ონლაინ), შეთავსება შესაძლებელია არასახელმწიფო ორგანიზაციაში სამუშაოდ. ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი, კინოსტუდია "ქართული ფილმი" ანაზღაურება: 2500 ლ (დარიცხული) განცხადების მიღების ბოლო ვადა: 29 ივლისი, 2026 წ. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი; ** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების (მომსახურების, ნასყიდობის, იჯარის, შრომითი და სხვა) პროექტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და რედაქტირება; ** კინოწარმოებასთან დაკავშირებული სპეციფიკური კონტრაქტების შემუშავება (საავტორო უფლებების გადაცემა, სამსახურებრივი ნაწარმოებები, სალიცენზიო ხელშეკრულებები); ** ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო/მომიჯნავე უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა; ** კომპანიის შიდა სამართლებრივი აქტების, ბრძანებების, წესდებებისა და ოქმების მომზადება; ** სახელმწიფო უწყებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ოფიციალური მიმოწერის (კორესპონდენციის) წარმოება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ** კომპანიის ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში (საჭიროების შემთხვევაში). საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კრიტერიუმები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი); ** სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (კორპორატიულ სექტორში ან საჯარო სამართალში); ** საქართველოს სამოქალაქო, შრომისა და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა; ** სავალდებულოა: საავტორო და მომიჯნავე უფლებების (ინტელექტუალური საკუთრების) მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა; ** სასურველია ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სამოქალაქო ან საერთო სპეციალიზაციით); ** სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად და გამართულად შედგენის უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ საოფისე დონეზე ფლობა; ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (ინგლისური ენის პროფესიულ/სამართლებრივ დონეზე ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად). პიროვნული თვისებები და უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პრინციპულობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და არგუმენტირების უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოებისა და საქმიანი კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ** დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს ისტორიულ კინოსტუდიაში; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და კოლეგიალურ გუნდს. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ: გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი (ორგანიზაციიდან, რომელშიც გიმუშავიათ), ქართულ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "იურისტი". წერილში ან რეზიუმეში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. > შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს. კინოსტუდია "ქართული ფილმი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!