იურისტი
Job description
შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას. "პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის I ჩიხი 2ბ სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 3, 000 - 4, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური სამართლებრივი საქმიანობის უზრუნველყოფა ** სამშენებლო, მომსახურების, შესყიდვის, ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან, დამკვეთებთან და სხვა ტიპის ხელშეკრულებების მომზადება, სამართლებრივი ანალიზი და შეთანხმება ** ხელშეკრულებების შესრულების პროცესში სამართლებრივი რისკების შეფასება და პრევენცია ** სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, საჯარო რეესტრთან, არქიტექტურისა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაცია ** სამშენებლო და დეველოპერულ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მონიტორინგი და კომპანიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, არბიტრაჟში და ადმინისტრაციულ ორგანოებში ** პრეტენზიების, მოთხოვნების, სამართლებრივი დასკვნებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მომზადება ** კორპორაციული დოკუმენტაციის მართვა და კომპანიების სამართლებრივი მხარდაჭერა ** კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა ** სხვადასხვა დეპარტამენტისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება ** იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება სამშენებლო, დეველოპერულ ან ინფრასტრუქტულ სფეროში მუშაობის გამოცდილება) ** სამოქალაქო, ადმინისტრაციული, შრომითი და კორპორაციული სამართლის უმაღლეს დონეზე ცოდნა ** ხელშეკრულებების მომზადებისა და მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის გამოცდილება ** Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა ** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია) უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** დროის ეფექტური მართვა ** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ** ეთიკურობისა და კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: [email protected]. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: "იურისტი". გისურვებთ წარმატებებს!