---
title: იურისტის დამხმარე
description: სამშენებლო/დეველოპერული კომპანია ეძებს იურისტის დამხმარეს ბათუმში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები ძირითადი მოვალეობები: ** უძრავი ქონების ნასყ
---

# იურისტის დამხმარე

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-19  
**Apply by:** 2026-09-12

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=746306)

## Job description

სამშენებლო/დეველოპერული კომპანია ეძებს იურისტის დამხმარეს ბათუმში. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ ანაზღაურება: 1200 ლარი ხელზე ასაღები ძირითადი მოვალეობები: ** უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე და ძირითადი ხელშეკრულებების შედგენა/გაფორმება/რეგისტრაცია; ** იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობა; ** მინდობილი პირის/წარმომადგენლის ფუნქციების შესრულება; ** საჯარო რეესტრში და სხვა უწყებებში ვიზიტი; ** იურისტის მიმდინარე დავალებების შესრულება; ** სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან კომუნიკაცია, საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა და დოკუმენტაციის წარდგენა; ** იურიდიული დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის მხარდაჭერა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** სასურველია უძრავი ქონებისა და ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება. კომპეტენციები და უნარები: ** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@un.ge . წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 12/09/2026 . პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შპს "ავანგარდ სი საიდ არეა" კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს აღნიშნულ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შერჩევის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატის მონაცემები შეიძლება ასევე დამუშავდეს შესაბამის მომავალ ვაკანსიებზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და კანდიდატთან დაკავშირების მიზნით. აღნიშნული მიზნით მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ან მონაცემთა სუბიექტი მანამდე არ მოითხოვს მათ წაშლას/განადგურებას. კანდიდატს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს მის შესახებ მონაცემებზე ინფორმაციის მიღება, მათი გაცნობა, გასწორება, წაშლა/განადგურება და სხვა შესაბამისი უფლებების განხორციელება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ vacancy@un.ge -ზე. გისურვებთ წარმატებებს!

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
