იურისტის თანაშემწე/უმცროსი იურისტი
Job description
საადვოკატო ოფისის აქტიური და მზარდი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე, გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ზრდასა და ახალი ცოდნის მიღებაზე ორიენტირებულ იურისტის თანაშემწეს/უმცროს იურისტს. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ყოველდღე, 10:00-დან 19:00 საათამდე (შესაძლებელია გრაფიკის ინდივიდუალური შეთანხმება); ** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით). ძირითადი მოვალეობები: ** ყოველდღიურ საადვოკატო საქმიანობაში მხარდაჭერა და დახმარება; ** სამართლებრივი დოკუმენტების (სარჩელები, შესაგებლები, განცხადებები, საჩივრები) პროექტების მომზადება; ** სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების შემუშავება და სამართლებრივი ანალიზი; ** სამართლებრივი ბაზების, კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება; ** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული ენის სრულყოფილი ფლობა (წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი მაღალ დონეზე); ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ახალი ცოდნის ათვისებისა და პროფესიული ზრდის ძლიერი მოტივაცია; ** დროის ეფექტურად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი. შერჩევის ეტაპები: დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ტურში გადასულ, შერჩეულ კანდიდატებთან.