ჯგუფის უფროსი/ოჯახის ექიმი
Job description
კლინიკა „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზ. #33 ბ. სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00; შაბათი/კვირა მორიგეობით სავალდებულო მოთხოვნები: უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი "საოჯახო მედიცინა"; სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება; მენეჯერულ პოზიციებზე სამუშაო გამოცდილება ; საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ფუნქცია-მოვალეობები ოჯახის ექიმების ხარისხიანი ზედამხედველობა; სამედიცინო პროცესების მართვა და სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო ხარისხის მართვა; ოჯახის ექიმების მიერ სახელმწიფო და ქსელის შიდა გაიდლაინების, პროტოკოლების, პროცედურების შესაბამისად სამედიცინო სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა; კლინიკაში ყოველდღიური შემოწმების უზრუნველყოფა და პრობლემების ანალიზი; სამედიცინო დოკუმენტაციისა წარმოების ხარისხის მართვა; მიმაგრებული პაციენტების მართვა ამბულატორიულად და ბინის პირობებში; პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა; საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა; პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა; კომპანიის შიდა პროგრამაში პაციენტების შესახებ ინფორმაციის ასახვა; საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა; საჭიროების შემთხვევაში კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა; პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება. პიროვნული კომპენტეციები/უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზების უნარი შედეგზე ორიენტირებულობა გულისხმიერება; თავაზიანობა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა;დისციპლინირებულობა. დეტალებზე ორიენტირება; გუნდური მუშაობის უნარი. ეფექტური კომუნიკაციის უნარი. კომპიუტერული უნარი. კონფიდენციალობა. ენები: ქართული - გამართული საუბრის და წერის უნარი; ინგლისური- საკომუნიკაციო დონე; რუსული - საკომუნიკაციო დონე. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; მეგობრულ სამუშაო გარემოს. ანაზღაურება : შეთანხმებით, შედეგზე ორიენტირებული (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე), ხელზე ასაღები 1200 ლარიდან 3500 ლარამდე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე:ელ. ფოსტა: [email protected] საკონტაქტო +995 599610094 გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!