Junior Backend Developer
Job description
პოზიცია: Junior Backend Developer დეპარტამენტი: დეველოპმენტი რეპორტინგი: PO / CTO სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ლოკაცია: თბილისი, მ.შავიშვილის N25 / ჰიბრიდული kursi.ge ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ჯუნიორ ბექენდ დეველოპერს. შენ გახდები ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, ჩაერთვები რეალურ პროდუქტზე მუშაობაში, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ მომხმარებლები, და მიიღებ მენტორინგსა და პრაქტიკულ გამოცდილებას გამოცდილი დეველოპერებისგან. თუ ხარ დამწყები დეველოპერი, სტუდენტი ან უბრალოდ დიდი მოტივაციით გსურს backend მიმართულებით განვითარება - ეს პოზიცია შენთვისაა. უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა ძირითადი პასუხისმგებლობები • ბექენდ სერვისების განვითარება და მხარდაჭერა • API-ებთან მუშაობა და ინტეგრაციები (REST / SOAP) • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა (PostgreSQL, MySQL და სხვ.) • არსებული სისტემების გაუმჯობესება გუნდთან ერთად • Java / Kotlin / Spring-ის გამოყენებით დეველოპმენტში ჩართულობა (ცოდნის შემთხვევაში) • TDD პრაქტიკების შესწავლასა და გამოყენებაში ინტერესის გამოვლენა • გუნდთან აქტიური თანამშრომლობა ამოცანების დროული და ხარისხიანი შესრულებისთვის. • ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისება. • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკური ამოცანების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ტექნიკური ბაზა: ბექენდ დეველოპმენტის საბაზისო ცოდნა; Java / Kotlin / Spring ჩაითვლება უპირატესობად. მონაცემთა ბაზები: PostgreSQL, MySQL და სხვა მონაცემთა ბაზების ცოდნა. API: REST / SOAP API-ების ცოდნა სასურველია. დამატებითი უპირატესობა: JavaScript-თან მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: გუნდური მუშაობის უნარი და განვითარებაზე ორიენტირებულობა. სამუშაო პირობები და ბენეფიტები: • მეგობრული და სწრაფად მზარდი გუნდი • მენტორინგი და რეალური გამოცდილება • მოქნილი სამუშაო გრაფიკი • შესაძლებლობა იმუშაო პროდუქტზე, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ მომხმარებლები • ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ (Subject Line) : Junior Backend Developer. ასევე შეგიძლიათ განაცხადის გაკეთება პირდაპირ LinkedIn- Easy Apply ღილაკის მეშვეობით . დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან . kursi.ge უზრუნველყოფს სამართლიან მოპყრობასა და თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მათი , წარმომავლობის მიუხედავად კანდიდატების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მას ვაგროვებთ ვიყენებთ და ვინახავთ მოქმედი კანონმდებლობის მათ შორის საქართველოს კანონის- " პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” შესაბამისად.