Junior Cyber Security Specialist
Job description
შპს „ალტა სოფთვეარი“ აცხადებს ვაკანსიას კიბერ უსაფრთხოების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე. „ალტა სოფთვეარი“ საქართველოში მოწინავე კომპანიაა, რომელიც ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის პროგრამული უზრუნველყოფას ქმნის 1998 წლიდან. სამუშაოს აღწერა: ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტში ვეძებთ მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ კიბერ უსაფრთხოების უმცროს სპეციალისტს, ვინც დაგვეხმარება ISO 27001 სტანდარტის მიხედვით ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) განვითარებაში. ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. თქვენ შეასრულებთ როგორც ტექნიკურ, ისე ადმინისტრაციულ-ანალიტიკურ ამოცანებს - ეს საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ფართო გამოცდილება უსაფრთხოების პროცესებში. ძირითადი მოვალეობები: აქტიური მონაწილეობა ISO/IEC 27001-ის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) უწყვეტ გაუმჯობესებასა და სერთიფიცირების განმეორებითი აუდიტის პროცესებში; ინფორმაციული აქტივების ინვენტარიზაცია, წვდომების მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნაში მონაწილეობა; ძირითადი უსაფრთხოების ინსტრუმენტებისა და კონტროლების დანერგვა/მხარდაჭერა; საფრთხეების მონიტორინგი, ინციდენტებზე პირველადი რეაგირება და ლოგების ანალიზი; უსაფრთხოების აუდიტის, რისკების შეფასებისა და შესაბამისობის პროცესებში მონაწილეობა; ტექნიკური უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენება (SIEM, EDR, vulnerability scanners); Microsoft 365 გარემოში უსაფრთხოების მახასიათებლების კონფიგურაცია და მონიტორინგი (Defender for Endpoint/Office, MFA, DLP, Conditional Access და სხვა.), ISMS-ის ფარგლებში უსაფრთხოების კონტროლების რეალიზებისთვის; ManageEngine-ის სისტემებში (მაგ. ADManager Plus, Log360) წვდომების მართვა, სისტემური ლოგების მონიტორინგი, ასევე შესაბამისი პროცესების აღწერა/დაფიქსირება ISMS-ის დოკუმენტაციის ფარგლებში; firewall-ების, ანტივირუსული სისტემების, დაშიფვრის ტექნოლოგიებისა და cloud უსაფრთხოების პლატფორმების მართვაში ჩართვა; ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობადობის პროგრამებში ჩართვა; თანამშრომლობა IT, ოპერაციულ გუნდებთან და გარე პარტნიორებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპებისა და საფრთხეების საბაზისო ცოდნა; ISO/IEC 27001 სტანდარტის ზოგადი ცოდნა; Windows, Linux, ვირტუალიზაციის სისტემებისა და ქსელების ზოგადი ტექნიკური ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2); სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარები; კომუნიკაციის უნარები და საქმისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა, კონფიდენციალურობის დაცვა. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფორმა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] 2026 წ 10 აგვისტომდე. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ანაზღაურების საკითხი განხილული იქნება გასაუბრებისას (ინტერვიუს სახით) და დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და უნარებზე. სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული (ოფისი მდებარეობს თბილისში). შენიშვნა: განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენი გადმოგზავნილი მონაცემები, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები, დამუშავდეს და გადამოწმდეს პოზიციასთან კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გარდა ამისა, „ალტა სოფთვეარი“ იტოვებს უფლებას, შეინახოს და დაამუშავოს აღნიშნული მონაცემები გადმოგზავნიდან ერთი წლის მანძილზე. --------------------------------------------------------------- Alta Software LLC, a prominent software development company in Georgia specializing in solutions for the financial sector since 1998, is seeking a Junior Cyber Security Specialist to join our team. Job Description: We are seeking for a motivated, detail oriented cyber security junior specialist in information security department. The desired candidate should help us in maintenance and improvement of ISMS system according to ISO 27001 standard. We offer you a friendly and development oriented working environment. You will implement both technical and administrative-analytical tasks which will result in wide experience in cyber security issues for you. Key responsibilities: Actively participating in maintenance and audits of ISO 27001; Maintaining information asset inventory, controlling access and documenting the process; Implementing/supporting the main security tools and controls; Monitoring threats, first response to incidents and analyzing logs; Participating in information security audit, risk assessment and compliance processes; Using cyber security tools (SEIM, EDR, vulnerability scanners); Configuring and monitoring security parameters of Microsoft 365 (Defender for Endpoint/Office, MFA, DLP, Conditional Access, etc.) for ISMS security control facilitation; Managing access in ManageEngine systems (i.e. ADManager Plus, Log360), monitoring system logs, describing/documenting related processes within ISMS; Participating in firewall, antivirus system, encryption and cloud security; Participating in cyber security awareness programs; Cooperating with IT, operations and external partners. Qualifications and Skills: Basic knowledge of main principles and threats of cyber security; General knowledge of ISO/IEC 27001 standard; General technical knowledge of Windows, Linux virtualization systems and networks; Knowledge of English language (B1-B2); Team player with ability to work independently and learn easily; Good communication skills and strong sense of confidentiality and responsibility. Application Process: Interested candidates are encouraged to send their CV to [email protected] by August 10, 2026. Please include the position title in the email subject line. Compensation: Salary will be discussed during the interview and is dependent on the candidate's qualifications and experience. Employment Type: Full-time position, Monday through Friday. Working regime: hybrid (office is located in Tbilisi). Note: By submitting your application, you agree that your personal data, as defined under Georgian law on the "Protection of Personal Data," will be processed and reviewed in relation to the vacancy. Alta Software reserves the right to store and process your information for up to one year after submission.