TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Junior Financial Analyst

Junior Financial Analyst

ALTA • ალტა Tbilisi, Georgia
Posted Jul 23, 2026 10h ago

Job description

ჩვენ ვართ ალტა — ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ. მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებაში და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში — მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. „ალტა“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.ბელიაშვილის 104 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30სთ ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ფინანსური უწყისების მომზადება IFRS სტანდარტის მიხედვით; საბიუჯეტო და სტრატეგიულოი ფინანსური გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება; ფინანსური მდგომარეობის მუდმივი ანალიზი და შედარება ბიუჯეტთან; ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშის მოკლევადიანი პროგნოზის შექმნა და კონტროლი; ხარჯების აღრიცხვის კონტროლი და ანგარიშგება; მარაგების ბრუნვადობის, შესყიდვების ციკლის ანალიზი და კონტროლი; ძირითადი ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი; დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების კონტროლი; ფინანსური მოდელირება და დეტალური გათვლები; ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება; ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენის უზრუნველყოფა; უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები : უმაღლესი განათლება; მსგავს პოზიციაზე ან ფინანსური მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; სასურველია IFRS სტანდარტების ცოდნა; MS Office, Excel მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები: დროის მართვის უნარი; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლიანობა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს „ალტას“ უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.