Junior Marketing Manager
Job description
პოზიცია: Jr. მარკეტინგის მენეჯერი ადგილმდებარეობა: ბათუმი ოფისი: კონსტანტინე გამსახურდიას 40 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 Tempo არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის თანამედროვე საცხოვრებელ პროექტებს ბათუმში და აერთიანებს არქიტექტურას, ინოვაციასა და მაღალი ხარისხის ცხოვრების სტანდარტს. Tempo ეძებს უმცროს მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს დინამიურ მარკეტინგის გუნდს. ეს პოზიცია იდეალურია კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული პროფესიონალისთვის, რომელსაც სურს განვითარება მარკეტინგის, ბრენდინგისა და ციფრული სტრატეგიის მიმართულებით. უმცროსი მარკეტინგის მენეჯერის როლი მოიცავს: მარკეტინგული კამპანიების განხორციელების მხარდაჭერას, კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღებას და მჭიდრო თანამშრომლობას მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტთან. პოზიციის მიზანია ბრენდის ცნობადობის ზრდა და საერთო მარკეტინგული სტრატეგიის გაძლიერება ჩვენი პროექტებისთვის. ძირითადი პასუხისმგებლობები: კონტენტის შექმნა: სოციალური მედიის მენეჯერთან და გრაფიკულ დიზაინერებთან ერთად, საინტერესო და ეფექტური მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობა. პროექტების ფოტო-ვიდეო გადაღებების კოორდინირება: გადამღებ და მონტაჟის გუნდთან მჭიდრო კავშირი და კომუნიკაცია. ხარისხის კონტროლი და საბოლოო მასალების დამტკიცება. ბრენდის მართვა: ბრენდის სტილის თანხვედრის უზრუნველყოფა ყველა საკომუნიკაციო არხზე. ბრენდის ცნობადობის კამპანიების მართვა – შემოქმედებითი იდეების გენერაცია, კამპანიების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, შედეგების მონიტორინგში და ანალიტიკაში მონაწილეობის მიღება. თანამშრომლობა: მარკეტინგის და გაყიდვების გუნდის წევრებთან პირდაპირი კომუნიკაცია და პროცესების კოორდინაცია. საბაზრო კვლევა: კონკურენტული გარემოს ანალიზი და ტენდენციების მონიტორინგი სტრატეგიის გაუმჯობესების მიზნით. კვალიფიკაცია: თეორიული ცოდნა მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ან მასთან დაკავშირებულ სფეროში. მარკეტინგის, სოციალური მედიისა და კონტენტის შექმნის საფუძვლიანი ცოდნა. გამართული წერისა და საუბრის უნარები. ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა. ანალიტიკური უნარები – კამპანიების შედეგების შეფასებისა და ანგარიშგებისთვის. CRM ან პროექტების მართვის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება. კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა. Google Ads, Meta Ads პლატფორმების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ანაზღაურება საბოლოო შეთავაზება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. რატომ ტემპო? იმუშავე ინოვაციურ და კრეატიულ უძრავი ქონების მარკეტინგულ გუნდში ჩაერთე მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტებში განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა კოლაბორაციული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო თუ ხარ პროაქტიური მარკეტერი, რომელსაც სურს განვითარება უძრავი ქონების სფეროში – გაგვიზიარე შენი გამოცდილება და შემოგვიერთდი ტემპოს გუნდში! გისურვებთ წარმატებას!