TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Junior Social Media Specialist (10hrs per week)

Junior Social Media Specialist (10hrs per week)

MISMIE Georgia LinkedIn
Posted Jul 04, 2026 15h ago

Job description

კომპანიის აღწერა: MISMIE არის პირველი ქართული Card Game კომპანია, რომელმაც შექმნა გართობისა და სოციალიზაციის ახალი კულტურა. მისმიეს მიზანია გახდეს სოციალური გართობისა და ადამიანური კავშირების წამყვანი ბრენდი საქართველოში, რომელიც ნებისმიერი ტიპის შეკრების, მეგობრული შეხვედრისა და კორპორატიული აქტივობის ბუნებრივი ნაწილი იქნება. ჩვენ ვისწრაფვით დავამკვიდროთ გართობის ახალი კულტურა, სადაც თამაში ადამიანების დაახლოების, კომუნიკაციისა და დაუვიწყარი გამოცდილებების შექმნის საშუალებაა. ჩვენს გუნდში ვეძებთ Freelance Junior Social Media Specialist-ს პოზიციის აღწერა Junior Social Media Specialist არის მეოთხედი (კვირაში 10 საათი) განაკვეთი, დისტანციური (Remote) პოზიცია, რომელიც მოიცავს მისმიეს პროექტებზე და პროდუქტებზე მხარდაჭერას: სოციალური მედიის კონტენტის მომზადებას, გამოქვეყნებას და მართვას; აუდიტორიის ზრდისა და მიზნობრივი ტენდენციების ანალიზს. პროექტებისა და პროდუქტების რეკლამის დაგეგმვას და გაშვებას (Meta ads) Junior Social Media Specialist რეგულარულად თანამშრომლობს ბიზნესის განვითარებისა და კრეატიულ გუნდთან, რათა შექმნილი კონტენტი შეესაბამებოდეს მიმდინარე ტრენდებსა და ბრენდის სტანდარტებს. ასევე, მონაწილეობას მიიღებს ახალი იდეების ტესტირებაში, რათა გაიზარდოს ბრენდის ცნობადობა, გაყიდვები და მომხმარებელთა ჩართულობა (engagement). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სოციალური მედია პლატფორმების (Facebook, Instagram, TikTok) მუშაობის პრინციპების საბაზისო ცოდნა. Youtube არხის მართვის გამოცდილება კრეატიული, საინტერესო და ბრენდზე მორგებული ტექსტების შექმნის შესაძლებლობა. Canva-ს გამოყენების გამოცდილება და გრაფიკული დიზაინის საბაზისო ცოდნა (დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად), არსებული დიზაინების მინიმალური ცვლილებებისთვის Meta Ads Manager-ში სარეკლამო კამპანიების შექმნისა და მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. კრეატიული აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და განვითარების სურვილი. მთავარი მოთხოვნაა, რომ კანდიდატი ახლოს იყოს MISMIE-ს ბრენდთან, მოსწონდეს ჩვენი პროდუქტები, კარგად გრძნობდეს ბრენდის ხასიათს და სურდეს გახდეს მისი ნაწილი. პოზიცია მოიაზრებს მეოთხედ განაკვეთზე მუშაობას (კვირაში 10 საათი), მოსახერხებელი სამუშაო განრიგი, შეთანხმების მიხედვით. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო აუცილებელია, რომ გქონდეთ ან მომავალში იქონიოთ ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი გისურვებთ წარმატებებს! მისმიეს გუნდი [email protected]