TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / KA პრისელერი

KA პრისელერი

reneco Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 24, 2026

Job description

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად. კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია. ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/ ) კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას KA პრისელერის პოზიციაზე (ქ. თბილისი). ძირითადი მოთხოვნები: ** საკუთარი ავტომობილი; ** დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება; ძირითადი მოვალეობები: ** ახალი სავაჭრო ობიექტის მოძიება, პროდუქციის შეთავაზება და წარმომადგენლებთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება; ** პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში ვიზიტი, შეკვეთების მიღების მიზნით და პროდუქციით დროულად მომარაგების/მიწოდების კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა, ნაშთების მუდმივი კონტროლი და შეკვეთის ოპტიმიზაცია; ** სავაჭრო ობიექტზე შეტანილი პროდუქციის ვადების, ფასმაჩვენებლების, სწორად განლაგებისა და პოზიციონირების კონტროლი კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** სავაჭრო ობიექტებზე რეალიზებული პროდუქციის შესაბამისი თანხის მიღება/მითვლა ; ** გაყიდვების დინამიკაზე დაკვირვება, ანალიზი და მუდმივი რეპორტინგი მენეჯმენტთან; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება. პიროვნული თვისებები: ** ლიდერობა; ** ორგანიზებულობა; ** ენერგიულობა; ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლიანობა; ** პუნქტუალურობა; ** დისციპლინირებულობა; სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე); ** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00; ** საწვავი; ** ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი (1000 ლარი); დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.