კარ-ფანჯრის სისტემების პროექტირების ინჟინერი
Job description
შპს " გარანტი ჯგუფი " (garantigroup.ge) ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე. კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კარ-ფანჯრის სისტემების პროექტირების ინჟინრის პოზიციაზე საპროექტო განყოფილებაში. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა, ისაკიანის ქუჩა N1 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად . ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საინჟინრო პროექტებიდან კონსტრუქციული ნახაზების სპეცილაურ დახაზვა პროგრამაში LOGICAL (ORGADATA); ** არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი, დამუშავება საჭიროებისამებრ ** კვანძების, სისტემების ტექნიკური გადაწყვეტა და დაპროექტება (კარ-ფანჯრები, საფასადე სისტემები); ** პროექტის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება; ** პროექტის კალკულაცია, ხარჯთაღრიცხვის მომზადება; ** საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოებისთვის ნახაზების მომზადება; ** პროექტის ხარჯთაღრიცხვის განფასების მომზადება; ** პროექტისთვის აუცილებელი მასალების ჩამონათვალის მომზადება; ** კონსტრუქციული ნახაზის პროგრამული დამუშავება; ** მიღებული დავალებების მართვა CRM სისტემაში აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება, არქიტექტურის/საინჟინრო ან მონათესავე სფეროში; ** სასურველია შესაბამისი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამის Excel-ის კარგი ცოდნა; ** აუცილებელია პროგრამების AutoCAD ან /და ArchiCAD ცოდნა და მუშაობის გამოცდილება; ** პროგრამა LOGICAL-ის (ORGADATA) შესწავლა მოხდება ადგილზე; ** ლოგიკური აზროვნება; ** ორგანიზებული, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით; ** გუნდური მუშაობის უნარი. გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ინჟინერი" კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!