კატეგორიის განვითარების მენეჯერი
Job description
"ქლინ ქლაბ" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის განვითარების მენეჯერის თანამდებობაზე. ლოკაცია: თბილისი, საქართველო სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი პოზიციის მიზანი კომპანიის კატეგორიების პორტფელის სტრატეგიული განვითარება, ახალი პროდუქტების დანერგვა, გაყიდვების ზრდა, მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ბაზარზე კონკურენტული პოზიციონირების გაძლიერება. ძირითადი მოვალეობები: ** სტრატეგია: კატეგორიის გეგმის შემუშავება და განხორციელება. გაყიდვების, მარჟისა და ბაზრის წილის ზრდაზე პასუხისმგებლობა. ** პროდუქტის პორტფელი: ასორტიმენტის ანალიზი, მწარმოებლების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება. ** ფასები და მარჟა: ფასების სტრატეგიის მართვა, პრომოაქტივობების დაგეგმვა, მომწოდებლებთან ფასისა და პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება. ** გაყიდვები: გაყიდვების გუნდთან ერთად კატეგორიის სტრატეგიის შემუშავება. B2B კლიენტებისთვის კომერციული წინადადებების მომზადება. ** ბაზრის ანალიზი: კონკურენტების მონიტორინგი, ტრენდების ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება. ** ოპერაციები: მოთხოვნის პროგნოზირება, მარაგების მართვა და იმპორტის პროცესის კოორდინაცია. მოთხოვნები: ** 1+ წლიანი გამოცდილება კატეგორიის მენეჯმენტში. HoReCa სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** გამოცდილება მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოებაში. თურქეთთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. ** ანალიტიკური აზროვნება. ** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე და ზემოთ. ** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** შედეგებზე ორიენტირებულობა და პროაქტიულობა. რას გთავაზობთ: ** 1500 ლარ ი ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი კატეგორიის შედეგების მიხედვით. ** პროფესიული განვითარებისა და საერთაშორისო მწარმოებლებთან მუშაობის შესაძლებლობა. ** სწრაფი ზრდის შესაძლებლობა. გამოგვიგზავნე CV: [email protected] ტელ +995 599 190801 სათაურში მიუთითე: "კატეგორიის მენეჯერი"