TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი დისტრიბუციაში

კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი დისტრიბუციაში

გორგია თბილისი, ბათუმი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი " გორგია " აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი ს პოზიციაზე დისტრიბუციის დეპარტამენტში , თბილისში. მე, გიორგი რევიშვილი, დისტრიბუციის ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2019 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დისტრიბუციაში. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი: გაყიდვების სპეციფიკას, მომხარებელთან კომუნიკაციას, კონკრეტულ კატეგორიაში შემავალ პროდუქციაზე ორიენტირების უნარს და ამ პროდუქციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალებს, კონკურენტების გაცნობა / ბაზრის ანალიზს. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: ანალიზის და დაგეგმვის უნარები, გუნდურად მუშაობის უნარები, სწორად შეთავაზებების დაგეგმვა და კატეგორიის განვითარების გეგმის შედგენა. კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო. ჩვენ გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; კვებას; Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას. ფუნქცია-მოვალეობები: კატეგორიაში არსებული პროდუქციის გაყიდვების დაგეგმვა, შეთავაზება და მონიტორინგი; კატეგორიაში შემავალი ბრენდების განვითარება, განვითარების კვარტლური გეგმის შემუშავება, ცნობადობის ზრდა; ბაზრის და კონკურენტების ანალიზი, ახალი პარტნიორების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება, არსებული ობიექტების კონტროლი; შეკვეთების და მარაგების კოორდინირება; გაყიდვების შედეგების და ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია დისტრიბუციის ხაზით; საოფისე MS Office პროგრამების ცოდნა; აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი; პიროვნული უნარ-ჩვევები: ორგანიზებული; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ოპიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ეფექტური მოლაპარაკების უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.