TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კატეგორიის მენეჯერი

კატეგორიის მენეჯერი

Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Jul 20, 2026

Job description

"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში. AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის: ** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა; ** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა; ** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა; ** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება. კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა. დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge/ AACC პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც Household და FMCG სექტორში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი Retail კომპანიაა, ვეძებთ კატეგორიის მენეჯერს . თუ გაქვთ Category Management-ის, საერთაშორისო და ადგილობრივ ბრენდებთან თანამშრომლობისა და/ან FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება, გაეცანით საინტერესო ვაკანსიას: ძირითადი მოვალეობები: 1. კატეგორიისა და ასორტიმენტის მართვა ** კატეგორიის სტრატეგიის დაგეგმვა და განვითარება; ** პროდუქციის ასორტიმენტის ოპტიმიზაცია, ახალი პროდუქტების დანერგვა და დაბალბრუნვადი პოზიციების მართვა; ** ბაზრის, მომხმარებლის მოთხოვნებისა და კონკურენტების ფასებისა და ასორტიმენტის ანალიზი; ** პროდუქციის ეფექტური განლაგების (მერჩენდაიზინგი/პლანოგრამები) დაგეგმვა და კონტროლი. 2. შესყიდვები და მომწოდებლებთან თანამშრომლობა ** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება კომერციული პირობების შეთანხმების მიზნით; ** შესყიდვების პროცესისა და მარაგების ოპტიმალური დონის მართვა, დეფიციტისა და ჭარბი ნაშთების პრევენცია; ** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მართვა და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი. 3. ფასწარმოება და გაყიდვების განვითარება ** კატეგორიის საფასო პოლიტიკისა და მარჟების განსაზღვრა; ** მარკეტინგის გუნდთან ერთად პრომო და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და შედეგების შეფასება; ** კატეგორიის გაყიდვებისა და მომგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება. 4. ანალიტიკა და ანგარიშგება ** კატეგორიის ძირითადი KPI-ების (გაყიდვები, ბრუნვა, მარჟა, მარაგების ბრუნვადობა) მონიტორინგი და შესრულების უზრუნველყოფა; ** პერიოდული ანალიტიკური ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** 3 წლამდე გამოცდილება Category Manager-ის ან Brand Manager-ის პოზიციაზე; ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი. კომპანია გთავაზობთ: ** მუშაობას Household და FMCG სექტორის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში; ** საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას; ** პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს; ** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; ანაზღაურება და პირობები: სამუშაო პირობები, მათ შორის ანაზღაურება, შეთანხმდება კანდიდატთან პირველივე სატელეფონო გასაუბრების ფარგლებში; რეზიუმეების წარდგენის დედლაინი: 20 ივლისი თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ, შეავსოთ შემდეგი ბმული: https://wkf.ms/4vYe2oO ბმულზე განაცხადის შევსებითა და CV-ის ატვირთვით კანდიდატი ადასტურებს თანხმობას, რომ მისი პერსონალური მონაცემები AACC-ის მიერ დამუშავდეს და შესაბამისი ვაკანსიის ფარგლებში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას რეკრუტინგის პროცესის მიზნით.