კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
Job description
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, ასევე პროდუქციას მისაღებ ფასად. სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი " მიჰაუსი " აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი; ანაზღაურება: 1500 ლარი (NET); გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მომწოდებლებთან ურთიერთობა: პოტენციური პარტნიორების ბაზის შექმნა, ანალიზი და ასორტიმენტის შერჩევაში მონაწილეობა. ** მარკეტინგული მხარდაჭერა: კატალოგების, სააქციო და საინფორმაციო მასალების დამუშავებაში მონაწილეობა. ** ადმინისტრირება: კატეგორიის მენეჯერის მიმდინარე ოპერაციული საქმიანობის მხარდაჭერა და ანგარიშგება. ** 1C პროგრამის ადმინისტრირება: პროგრამულ უზრუნველყოფაში (1C) ნომენკლატურების შექმნა/მართვა და მომწოდებლებისგან შემოსული შეკვეთების ოპერატიული დამუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური ენის ცოდნა (B2); ** Microsoft Office (Word, Excel). პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა; ** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება, არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა. გისურვებთ წარმატებებს!