TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / კავკასიისა და ბელარუსის მარშრუტიზაციის სპეციალისტი

კავკასიისა და ბელარუსის მარშრუტიზაციის სპეციალისტი

pepsico Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 30, 2026

Job description

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton". შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს კავკასიისა და ბელარუსის მარშრუტიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** გაყიდვების მარშრუტებისა და Route-to-Market (RTM) პროცესების შემუშავება, დანერგვა და მართვა. ** ტერიტორიების სტრუქტურისა და კლიენტთა დაფარვის მოდელების ოპტიმიზაცია გაყიდვების გუნდის ეფექტურობისა და ოპერაციული შედეგების გასაუმჯობესებლად. ** საველე გაყიდვების გუნდის (Field Force) რაოდენობის, სტრუქტურისა და რესურსების განაწილების დაგეგმვა ბიზნეს მიზნებისა და ტერიტორიული პოტენციალის გათვალისწინებით. ** წლიურ და საოპერაციო დაგეგმვაში მონაწილეობა, მათ შორის RTM ინიციატივებთან დაკავშირებული გათვლების, პროგნოზებისა და ბიუჯეტების მომზადება. ** რესურსების გამოყენების, საველე გუნდის დატვირთვისა და დროის განაწილების ანალიზი და პროდუქტიულობის გასაზრდელად რეკომენდაციების შემუშავება. ** RTM-ის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი და ანალიზი (მაგ. Complete Rate, Success Rate, Time KPIs), გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა. ** კომერციული და გაყიდვების გუნდებისთვის ანალიტიკური ანგარიშების, დაფებისა (Dashboards) და გადაწყვეტილებების მიღების ინსტრუმენტების შექმნისა და განვითარების მხარდაჭერა. ** საველე გაყიდვების გუნდებისა და სხვა ჩართული დეპარტამენტებისთვის RTM პროცესებთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური და ფუნქციური მხარდაჭერა. ** გაყიდვების გეგმებისა და მიზნების განსაზღვრის პროცესის მხარდაჭერა, მარშრუტების, ტერიტორიებისა და კლიენტთა დაფარვის მონაცემების სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფით. ** გაყიდვების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა Route-to-Market მოდელისა და კომერციული ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ინიციატივისა და პროექტის განხორციელებაში. ** RTM პროცესებთან დაკავშირებული ოპერაციული საკითხების გამოვლენა და გადაჭრა, კომპანიის პოლიტიკების, სტანდარტებისა და ბიზნეს პროცედურების დაცვით. კანდიდატის პროფილი: ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის, მონაცემთა ანალიზის ან მსგავსი მიმართულებით. ** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ოპერაციების (Sales Operations), ბაზარზე შესვლის სტრატეგიის (GTM), კომერციული ანალიტიკის, გაყიდვების დაგეგმვის ან მსგავს პოზიციაზე. ** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება ** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა. ** მარშრუტების დაგეგმვის, ტერიტორიების მართვის, საველე გაყიდვების გუნდის (Field Force) მართვისა და გაყიდვების ძირითადი შედეგობრივი მაჩვენებლების (KPIs) კარგი ცოდნა. ** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა ** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა. თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი განაცხადი ბმულზე 30 სექტემბრამდე . გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.