ხარისხის კონტროლის მენეჯერი
Job description
სამშენებლო კომპანია ფიგურები აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის (QA/QC Manager) პოზიციაზე სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის პროცესის დაგეგმვა და მართვა; სამშენებლო მასალებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან და მოქმედ სტანდარტებთან; ობიექტზე რეგულარული ინსპექტირების ჩატარება; აღმოჩენილი შეუსაბამობების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი; ხარისხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება; ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასება; პროექტის გუნდისთვის ხარისხის სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვის ხელშეწყობა; შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა; სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება კომპეტენციის ფარგლებში; ხარისხის მართვის გეგმების (Quality Plan) შემუშავება და განახლება; Inspection & Test Plan (ITP)-ების მომზადება და კონტროლი; Non-Conformance Report (NCR)-ების, Corrective Action Report (CAR)-ებისა და სხვა QA/QC დოკუმენტაციის მართვა; ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია; სამშენებლო პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ISO სტანდარტებთან (საჭიროების შემთხვევაში); ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარისხის ანგარიშების მომზადება; დამკვეთისა და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია; შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა; ტექნიკური ნახაზებისა და საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი; MS Office-ის პროგრამების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება; ISO 9001 სტანდარტის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]