TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი

ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტი

tbilvino Georgia ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

" თბილღვინო " ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში. დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.tbilvino.ge/ "თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე ძირითადი ამოცანები: ** კომპანიაში დანერგილი ხარისხის კონტროლის აუდიტებსა და პრაქტიკებში (სანიტარია-ჰიგიენა, დამხმარე მასალები, მზა პროდუქცია) ჩართულობა გუნდში განაწილებული ამოცანების შესაბამისად ** კომპანიაში დანერგილი ხარისხის კონტროლის აუდიტებსა და პრაქტიკებში გამოვლენილი შეუსაბამობების რეპორტინგი, მათი გამოსწორებისა და სამომავლო პრევენციის უზრუნველყოფა ჩართულ პირებთან ერთად ** ISO და HACCP საკითხებში ჩართულობა გუნდში განაწილებული ამოცანების შესაბამისად ** ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარება და დოკუმენტურად ასახვა ** ღვინომასალისა და ღვინის ქიმიური, ფიზიკური და მიკრობიოლოგიური კონტროლი დადგენილი წესისა და ინსტრუქციების შესაბამისად ** ქიმიური საშუალებების ნარჩენების მართვა და ჩამოწერა დადგენილი წესის მიხედვით ** დასრულებული პროდუქციისთვის ხარისხის სერტიფიკატების შედგენა ** ღვინომასალების ყოველკვირეული კონტროლის ცხრილის წარმოება (კარაბადინი) და ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული მხარებიისთვის. ** მაღაზია-ბარის სანიტარია-ჰიგიენისა და დოკუმენტური ნაწილის კონტროლი ** საჭიროების შემთხვევაში Foss Wine Scan დანადგართან მუშაობა და ანალიზების წარმოება ** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ** უმაღლესი განათლება ქიმიური, ან მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით ** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (B2) ** სასურველია Microsoft Office-ის საბაზისო დონეზე ფლობა სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #2 ** სამუშაო საათები: 09:00-18:00 ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი ** პოზიცია ითვალისწინებს ყვარლის ქარხნის ლაბორატორიაში მივლინებებს როგორც რთველის პერიოდში, ისე სხვა საჭიროებების შემთხვევაშიც დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. "თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ! "გაცნობებთ, რომ სს "თბილღვინოსთვის" ან მისი დავალებით მოქმედი პირისათვის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ სს "თბილღვინომ" - ვაკანტურ ვაკანსიასთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაამუშაოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ან საჯაროდ ხელმისაწვდომი პერსონალური მონაცემები. ამასთან, თქვენი მხრიდან წერილობითი უარის არ დაფიქსირების შემთხვევაში, სს "თბილღვინო" იტოვებს უფლებას, რომ 1 წლის ვადით შეინახოს და დაამუშაოს თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები, რათა, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, განიხილოს თქვენი კანდიდატურის თავსებადობა სამომავლოდ გამოცხადებულ ან უკვე არსებულ სხვა ვაკანტურ პოზიციასთან მიმართებაში". სს "თბილღვინო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.