ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტი
Job description
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე. განყოფილება: ხარისხის მართვის განყოფილება ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი ფუნქციები და მოვალეობები: ** საბანკო პროდუქტების, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და გამოცდილების შესახებ მონაცემების შეგროვება, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება; ** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება; ** ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების ფარგლებში; ** მომსახურების პროცესებისა და შიდა პროცედურების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის დაგეგმარებაში მონაწილეობა; ** მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა სტანდარტებისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში); ** საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ხარისხის მართვის, მომხმარებელთა გამოცდილების ან მომსახურების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); ** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ** ქართული და ინგლისური (სასურველია რუსულიც) ენების ცოდნა; ** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარები. პიროვნული თვისებები და უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** დროის მართვის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/fHo7