TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტი

ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტი

ბანკი ქართუ თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტი ს თანამდებობაზე. განყოფილება: ხარისხის მართვის განყოფილება ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი ფუნქციები და მოვალეობები: საბანკო პროდუქტების, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და გამოცდილების შესახებ მონაცემების შეგროვება, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება; მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება; ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების ფარგლებში; მომსახურების პროცესებისა და შიდა პროცედურების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის დაგეგმარებაში მონაწილეობა; მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა სტანდარტებისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში); საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ხარისხის მართვის, მომხმარებელთა გამოცდილების ან მომსახურების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად); ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ქართული და ინგლისური (სასურველია რუსულიც) ენების ცოდნა; მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარები. პიროვნული თვისებები და უნარები: დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/tIPq