TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი

ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი

ბანკი ქართუ თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 25, 2026

Job description

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი ფუნქციები და მოვალეობები: მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა გამოცდილების (Customer Experience) მართვის სისტემის განვითარება, შესაბამისი სტრატეგიისა და გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; მომხმარებელთა კმაყოფილების, მომსახურების ხარისხისა და უკუკავშირის მონაცემების ანალიზი; კვლევების, საჩივრებისა და სხვა უკუკავშირის საფუძველზე გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება; ბანკის ბიზნესპროცესების, მომსახურების სტანდარტების, პროდუქტებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული დოკუმენტაციის შეფასება და ოპტიმიზაციის წინადადებების მომზადება; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტების მართვა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკების, სტანდარტებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; ანგარიშგებებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, მარკეტინგის, ფინანსების ან სხვა მონათესავე სფეროს მიმართულებით საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; კვლევების დაგეგმვის, შედეგების ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების გამოცდილება; მარეგულირებელი მოთხოვნებისა და საბანკო სექტორის მარეგულირებელი გარემოს ცოდნა; MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. სასურველი: შესაბამისი მიმართულებით მაგისტრის ხარისხი; მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა გამოცდილების (Customer Experience), ბიზნეს-პროცესების, ოპერაციების ან პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უნარები და თვისებები: მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარი; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი; კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/f4Cz