TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი

ხარისხის მართვის განყოფილების უფროსი

cartubank Georgia jobs.ge ქართული
Posted Jun 26, 2026 6 days ago apply by Jul 26, 2026

Job description

სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი ფუნქციები და მოვალეობები: ** მომსახურების ხარისხისა და მომხმარებელთა გამოცდილების (Customer Experience) მართვის სისტემის განვითარება, შესაბამისი სტრატეგიისა და გაუმჯობესების ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება; ** მომხმარებელთა კმაყოფილების, მომსახურების ხარისხისა და უკუკავშირის მონაცემების ანალიზი; კვლევების, საჩივრებისა და სხვა უკუკავშირის საფუძველზე გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავება; ** ბანკის ბიზნესპროცესების, მომსახურების სტანდარტების, პროდუქტებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული დოკუმენტაციის შეფასება და ოპტიმიზაციის წინადადებების მომზადება; ** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტების მართვა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობის კოორდინაცია; ** მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა პოლიტიკების, სტანდარტებისა და მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი; ** ანგარიშგებებისა და ანალიტიკური რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულო: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, მარკეტინგის, ფინანსების ან სხვა მონათესავე სფეროს მიმართულებით ** საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება; ** კვლევების დაგეგმვის, შედეგების ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავების გამოცდილება; ** მარეგულირებელი მოთხოვნებისა და საბანკო სექტორის მარეგულირებელი გარემოს ცოდნა; ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. სასურველი: ** შესაბამისი მიმართულებით მაგისტრის ხარისხი; ** მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა გამოცდილების (Customer Experience), ბიზნეს-პროცესების, ოპერაციების ან პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. უნარები და თვისებები: ** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარი; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაწყვეტის უნარი; ** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობისა და კოორდინაციის უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/f10T