ხარისხის მენეჯერი
Job description
კლინიკა „ პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლერის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ფუნქცია-მოვალეობები: ორგანიზაციის პოლიტიკისა და მიზნების შესაბამისად ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მეთოდური შემუშავების უზრუნველყოფა ISO 15189 და სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დოკუმენტირებული პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შენარჩუნება, პროცესების კონტროლი; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის და პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და კონტროლი; ხარისხის საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის კოორდინირება; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტის წლიური პროგრამის შედგენა და აუდიტის პროცესის მართვა; აუდიტის დროს გამოვლენილი შეუსაბამობების კორექტირების ეფექტურობის შეფასება; შეუსაბამობების გამომწვევი მიზეზების ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა; ანალიზის შედგენა მენეჯმენტის მხრიდან; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება; ხარისხის მენეჯმენტის საკითხებში კონსულტაციების გაწევა თანამშრომელთათვის; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის შემუშავებული დოკუმენტების აღრიცხვის ორგანიზება; კლიენტთან ურთიერთობის საკითხების მართვა (რეკლამაციები); ცვლილებების მონიტორინგი; სასერტიფიკაციო და საზედამხედველო აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება; ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობის მოგვარება მომხმარებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. და სხვ. პიროვნული კომპენტეციები/უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა. დეტალებზე ორიენტირებულობა. ეფექტური კომუნიკაციის უნარი. გუნდური მუშაობის უნარი. კომპიუტერული უნარი. პირობები ანაზღაურება : შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე) სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: ელ. ფოსტა: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებებს!