TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარჯთაღმრიცხველი

ხარჯთაღმრიცხველი

კაპიტელი ქონსთრაქშენი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 01, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

შპს კაპიტელი ქონსთრაქშენი აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე. შპს კაპიტელი ქონსთრაქშენი არის მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო, საპროექტო და საკონსულტაციო მომსახურებებს. კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ ხარჯთაღმრიცხველს. ძირითადი მოვალეობები: ხარჯთაღრიცხვების მომზადება და ანალიზი; საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა; სამუშაო მოცულობების ამოთვლა ნახაზების მიხედვით; კომერციული წინადადებების და ფორმა N2-ების მომზადებაში მონაწილეობა; მომწოდებლებისა და ქვეკონტრაქტორების ფასების მოძიება და ანალიზი. სამუშაოების ძირითადი მიმართულებები: შიდა სარემონტო სამუშაოები (Fit-Out); ფასადების მოწყობა და მოპირკეთება; სახურავების მოწყობა და რეაბილიტაცია; გარე ტერიტორიების კეთილმოწყობა; საინჟინრო სისტემების (MEP) მოწყობა. მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებით; მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხარჯთაღრიცხველის ან მსგავს პოზიციაზე; MS Excel-ის, AutoCAD-ის და ArchiCAD-ის ცოდნა; ტექნიკური დოკუმენტაციისა და საპროექტო ნახაზების წაკითხვის უნარი; ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი - კანდიდატს შეუძლია კვირაში 2 დღე იმუშაოს ოფისიდან, ხოლო დანარჩენი დღეები დისტანციურად; ანაზღაურება: 2,000 ლარი (NET) პროფესიული განვითარების შესაძლებლობა თანამედროვე და პროფესიონალური სამუშაო გარემო CV გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]