TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხარჯთაღმრიცხველი

ხარჯთაღმრიცხველი

ვერგე თბილისი ქართული
Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Aug 20, 2026

Job description

კომპანია " ვერგე ", რომელიც საქართველოს ბაზარზე 2019 წლიდან პოზიციონირებს და ერთ-ერთი წამყვანი MEP ინჟინერიის კომპანიაა, ეძებს ხარჯთაღმრიცხველს . მოთხოვნები: პირველადი ხარჯთაღრიცხვა: დოკუმენტაციის მომზადება და Excel-ის ცხრილებში უწყისების (BoQ - Bill of Quantities) შევსება. ბაზრის მონიტორინგი: ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე MEP მასალებისა და დანადგარების ფასების პერიოდული გადამოწმება, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და კომერციული წინადადებების გამოთხოვა. (შესყიდვების დეპარტამენტთან კონსულტაციით) შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა: ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების შედარება საპროექტო ხარჯთაღრიცხვასთან. ტენდერების ასისტენტირება: სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ტექნიკური და ფინანსური მონაცემების დამუშავება. სატენდერო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება, დამკვეთთან ფასწარმოქმნის შეთანხმება ხარისხის მიხედვით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია: უმაღლესი განათლება, უპირატესად ჩაითვლება: ინჟინერიის (მექანიკა, ელექტროობა, სამოქალაქო) ან მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით (განიხილებიან სტუდენტებიც). პროგრამული უზრუნველყოფა: MS Excel-ის კარგი ცოდნა (ფორმულები, მონაცემთა დამუშავება). პროგრამული უზრუნველყოფა: MS Excel-ის (ფორმულები, მონაცემთა დამუშავება). MS Project (ფორმულები, მონაცემთა დამუშავება). უნარები: დეტალებზე ორიენტირებულობა და ციფრებთან მაღალი სიზუსტით მუშაობა. გუნდური მუშაობისა და სწრაფი ათვისების უნარი. პუნქტუალობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა საქმისადმი. თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე. ჩვენთან დაგხვდება კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995588552076