---
title: ხელმძღვანელის თანაშემწე
description: ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება. დოკუმენტა
---

# ხელმძღვანელის თანაშემწე

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-24  
**Apply by:** 2026-10-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=755709)

## Job description

ხორც-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება. დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება, ხელმოწერის უზრუნველყოფა; ** ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა; ** პირადი სატელეფონო ზარების მიღება; ** საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრების, კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება; ** შიდა და საერთაშორისო მივლინების, მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი); ** თარგმნითი სამუშაოები; როგორც დოკუმენტაციის თარგმნა ასევე საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა. ** დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება; ** შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია. ** პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისების და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი. ** მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია. ** შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა. ** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება. ** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა. ** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება. ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა. ** კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, slack და სხვ.) პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები: ** ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობა; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკული აზროვნება; ** სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი; გთხოვთ CV ფოტო-სურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელფოსტაზე: geo.aleksandre4@gmail.com . მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%94) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
