TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხელმძღვანელის თანაშემწე

ხელმძღვანელის თანაშემწე

ns-studio-architecture-design Georgia ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

" NS STUDIO Architecture & Design " აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება; დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება და ხელმოწერის უზრუნველყოფა; ** ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა; ** პირადი სატელეფონო ზარების მიღება; ** საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრებისა და კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება; ** შიდა და საერთაშორისო მივლინებებისა და მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი); ** თარგმნითი სამუშაოების შესრულება, როგორც დოკუმენტაციის თარგმნა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა; ** დირექტორის ბიზნეს-კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება; ** შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა, მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია; ** პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისებისა და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი; ** მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია; ** შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა; ** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება; ** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა; ** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება; ** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა; ** არქიტექტურულ გუნდთან კოორდინაცია; ** სხვადასხვა პროექტის სტატუსის კონტროლი, პროგრესის ანგარიშების მომზადება, პროექტების რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება; ** კლიენტებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის პროგრამების (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, Slack და სხვ.) მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები: ** ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა; ** მაღალი პასუხისმგებლობა; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კრიტიკული აზროვნება; ** სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი. სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ანაზღაურება და სხვა შეღავათები: ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე). თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.