TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ხელშეკრულ. უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

ხელშეკრულ. უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი

Posted Jul 22, 2026 1 day ago apply by Jul 31, 2026

Job description

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით. ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ. თბილისი, გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს; ** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური / საოჯახო); ** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს; ** კორპორატიულ ფიტპასს; ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და განხორციელება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად; ** სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება; ** სახელმწიფო შესყიდვების შედეგად გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და დამატებითი შეთანხმებების პროექტების მომზადება; ** სატენდერო/საკონკურსო კომისიის სხდომების ორგანიზება და სხდომების ოქმების პროექტების მომზადება; ** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო ხელშეკრულებების, გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებებისა და საკონკურსო ხელშეკრულებების, მათში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროექტების მომზადება, ხელმოწერის ორგანიზება. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მასთან დაკავშირებული მასალების განთავსება; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულების მეშვეობით, ხელშეკრულებასთან გათანაბრებული დოკუმენტების სისტემაში ატვირთვა/რეგისტრაცია; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობის უზრუნველყოფა; ** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; ** ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება; ** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში) ** საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint) კარგად ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის (B2 დონე) და რუსული ენის ცოდნა. ** შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონი; ** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანება; ** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება; ** "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებით დამტკიცებული "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"; ** "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება; ** "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება. ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები". ** "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; ** "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება ; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული "შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი"; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია". ** საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილება "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე". უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** დაგეგმვისა და მართვის უნარები; ** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირება; ** გუნდური მუშაობის უნარი. შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: 1. განცხადებების გადარჩევა; 2. გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.