ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
Job description
სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ცენტრი "დელტა" წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის დაპროექტებაზე, შექმნაზე, სერიულ წარმოებასა და ტექნიკის რემონტზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებითა და დარგის ექსპერტებით. ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაოს განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე, 40 საათი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ. მდებარეობა: ქ.თბილისი გაბრიელ სალოსის გამზ. 191დ ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს; ** თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას (ინდივიდუალური/საოჯახო); ** კორპორატიულ სატელეფონო ნომერს; ** კორპორატიულ ფიტპასს; ფუნქცია-მოვალეობები: ** სამმართველოს საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის კონტროლი; ** სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზება და განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ** სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის, სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებისა და დამატებითი შეთანხმებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა; ** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დროული ასახვის უზრუნველყოფა; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებთან კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობის უზრუნველყოფა; ** კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა; ** სახელმწიფო შესყიდვების პროცესში წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია; ** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების, ცნობებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა; ** სამმართველოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ** ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება. მოთხოვნები: ** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი). ** სამუშაო გამოცდილება : სახელმწიფო შესყიდვების სფეროში - 3 წელი. ** ხელშეკრულებებზე და ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება; ** სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint) კარგად ცოდნა; ** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე) და რუსული ენის ცოდნა. ** შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონი; ** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანება; ** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება; ** "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებული "შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესი"; ** "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება; ** "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება. ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებული "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესი და პირობები". ** "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია". ** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებით დამტკიცებული "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"; ** საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილება "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე". ** "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება ; უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა; ** დაგეგმვისა და მართვის უნარები; ** პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა; ** გუნდის მართვის უნარი; ** მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: 1. განცხადებების გადარჩევა; 2. გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) შედგენილი ქართულ ენაზე, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.