TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ქიმიის მასწავლებელი

ქიმიის მასწავლებელი

UG სკოლა Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 15, 2026

Job description

" იუჯი სკოლა " აცხადებს ვაკანსიას ქიმიის (ინგლისურად) მასწავლებლის პოზიციაზე. იუჯი სკოლა არის საერთაშორისო სკოლა, რომელიც ახორციელებს სწავლებას როგორც ქართულ, ასევე ბრიტანულ (Cambridge Pathway) პროგრამაზე. ის სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების განათლებას და თანამედროვე მეთოდებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და მომავალი ლიდერების აღზრდას. სამუშაოს აღწერა: ** კვირაში 8 საათი; ** მე-9, მე-11 კლასი; ** მუშაობის დაწყების თარიღი - 2026 წლის 1 სექტემბერი; ფუნქცია-მოვალეობები: ** მოსწავლეების მომზადება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად; ** სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; ** საჭიროების შემთხვევაში მოსწავლისთვის დამატებითი მეცადინეობებისა და კონსულტაციების ჩატარება; ** როგორც სკოლის ადმინისტრაციისთვის, ასევე მშობლებისთვის თითოეული მოსწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მოსწავლეთა ბაზაში შეფასებების ასახვის უზრუნველყოფა; ** კლასში წესრიგისა და დისციპლინის უზრუნველყოფა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ** თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა; ** დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობა; ** მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარება; ** კათედრისა და პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე, ასევე მშობელთა კრებებზე დასწრება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ** შესაბამისი უმაღლესი განათლება; ** ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; ** გაკვეთილების დაგეგმვის უნარი თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. უნარები: ** თავაზიანი; ** ეთიკური; ** ენერგიული; ** ორგანიზებული; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობიანი; ** შრომისმოყვარე; ** კომუნიკაბელური; ** პუნქტუალური. სკოლაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია (დასაქმების შემთხვევაში): ** პირადობის მოწმობის ასლი; ** ავტობიოგრაფია/CV; ** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; ** ფოტოსურათი 3×4-ზე; ** კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; ** სერტიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერტიფიკატის ასლი; ** მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში მინიჭებული სტატუსის ამსახველი სერტიფიკატი; ** ცნობა ნასამართლობის შესახებ; ** ცნობა სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; ** ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ; ** ჯანმრთელობის ცნობა; ** 2 სარეკომენდაციო წერილი რეკომენდატორი პირების მითითებით. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. და შეავსეთ აპლიკაციის ფორმა: https://ugschool.edu.ge/public/ge/vacanciesnfull/1 მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. №77ა. იუჯი სკოლაში თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. მოგახსენებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები იუჯი სკოლის მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) სკოლისთვის გაგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია. იუჯი სკოლაში შრომით ურთიერთობასა და წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში აკრძალულია დისკრიმინაცია განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.